in

ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია: ზაზა ფაჩულია ანტენტოკუნმპოს ჩემპიონობას ულოცავს

NBA-ის ფინალური დაპირისპირების გადამწყვეტ შეხვედრაში “მილუოკი ბაქსმა” “ფინიქს სანსი” 105:98 დაამარცხა. სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იანის ანტეტოკუნმპო და “მილუოკი ბაქსი” NBA-ის ჩემპიონის ნანატრ ტიტულს დაეუფლნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იანისმა კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა – პარკეტზე გატარებულ 42:27 წუთში, ანტეტოკუნმპომ 50 ქულა, 14 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.

ანტეტოკუნმპომ მილუოკი გააჩემპიონა: 50-წლიანი ლოდინი დასრულდა

იანის ანტეტოკუნმპოს მიერ მოპოვებულ საჩემპიონო ბეჭედს, ქართული კალათბურთის ლეგენდა და NBA-ის 2-გზის ტრიუმფატორი, ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა. Facebook-ზე განთავსებულ პოსტში, ფაჩულიამ იმ რთული გზის შესახებ ისაუბრა, რომლის გავლაც ანტეტოკუნმპოს მოუხდა და აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0