ავსტრიის ჩემპიონატში ქართველების გუნდებმა წარმატებული თამაშები ჩაატარეს – ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „ლინცს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 83 წუთი ითამაშა.
შეფასებები: sofascore – 6.9, flashscore – 6.9.

შტურმი – ბლაუ-ვაის ლინცი 2:0
გოლები: 1:0 ჰორვატი (26, პენ), 2:0 ბიოვინგი (71)
26 ტურის შემდეგ „შტურმი“ 33 ქულით პირველ ადგილზეა და „ზალცბურგს“ 5 ქულით ასწრებს.
„შტურმი“ 23 აპრილს ვენაში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კიდევ ერთ კონკურენტს, „აუსტრიას“ დაუპირისპირდება.

ასევე საჩემპიონო ჯგუფში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ ვენის „რაპიდს“ შინ 5:1 მოუგო. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო და 72-ე წუთზე შევიდა. ამის შემდეგ „ვოლფსბერგერმა“ სამი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველს აქამდე 9 მატჩი არ უთამაშია.
„ვოლფსბერგერი“ კი 26 ქულით კონფერენს ლიგაზე გამსვლელ მე-4 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings