in

შოთა არველაძე: ხვიჩა 10 გოლზე მეტს გაიტანს

RBC Sport-თან საუბარში “ჰალ სიტის” ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ამხანაგურ თამაშებში მან თავი კარგად წარმოაჩინა და დამსახურებულად მოიპოვა ადგილი შემადგენლობაში. გარდა გოლისა, მან ძალიან კარგი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა, რაც მის მაღალ ინდივიდუალურ მონაცემებზე და ასევე თამაშის კარგ ხედვაზე მეტყველებს.

ვფიქრობ, დონე და ძალა, რომელსაც ხვიჩა ავლენს, სისწრაფეში, ან თუნდაც ბურთის მიღებისას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მაღალი დონის მიუხედავად, ის თავის თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და წელს მინიმუმ 12 გოლს გაიტანს.

ხვიჩას აქვს ძალიან კარგი და
ლამაზი კარიერული განვითარება. ის სუპერ კლუბში გადავიდა, მანამდე კი საქართველოში თამაშობდა და ყველას დაანახა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად აჩვენებს თავის მაღალ დონეს. თქვენ უნდა გენახათ, რა დღესასწაული იყო მისი სადებიუტო შეხვედრა საქართველოში, როგორ უხაროდა ხვიჩას თავის ქვეყანაში თამაში… ეს მთელი ქვეყნისთვის პატარა დღესასწაული იყო”, – ამბობს არველაძე. – განაცხადა მან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0