in

შეუჩერებელი შერმადინი: გიომ გასოლი დაჯაბნა

გიორგი შერმადინმა და მისმა “ტენერიფემ” ნავსი გატეხეს. მიმდინარე სეზონში მათ კატალონიური “ბარსელონა” პირველად დაამარცხეს და ეს ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მოხდა, რომლის შემდეგ საერთო ანგარიში 1:1 გახდა და საქმე მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.

“ტენერიფემ” კატალონიური გრანდი 80:68 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ ცენტრს მიუძღვის. შერმადინი ძალიან სარგებლიანი იყო და 27 წუთში 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება ჰქონდა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინს ძირითადად NBA-ს ყოფილი სუპერვარსკვლავ პაუ გასოლის წინააღმდეგ უწევდა თამაში და მისი ასეთი შედეგიანობა ამიტომაცაა დასაფასებელი.

პლეი-ოფის მომდევნო მატჩი 11 ივნისს გაიმართება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0