in

შენგელიას 19 ქულა ფინალში: თოკო vtb ლიგის გამარჯვებულია

თორნიკე შენგელია vtb ლიგის გამარჯვებულია. ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში მოსკოვის ცსკა-მ ყაზანის “უნიქსი” 89:81 დაამარცხა (3:0) ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში და პარკეტზე გატარებულ 35:16 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. “თოკომოტივი” თავისი გუნდის სემადგენლობაში საუკეთესო იყო. სტუმართაგან კი, ყველაზე კარგი მაჩვენებელი ამერიკელ ბრაუნს ჰქონდა – 25 ქულა და 11 მოხსნა.

ეს თორნიკე შენგელიას პირველი მოსკოვური ტიტულია.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0