in

შავდათუაშვილმა მესამე ოლიმპიური მედალი გაინაღდა: ლაშა ფინალშია

ლაშა შავდათუაშვილმა კიდევ ერთი ისტორია დაწერა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, პრიზიორმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა მესამე ოლიმპიური მედალი გაინაღდა.

ნახევარფინალში ლაშამ უაღრესად დაძაბულ, 9-წუთიან ბრძოლაში სამხრეთ კორეელი ჩანგრიმ ონო შიდოების ხარჯზე დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში იასპარეზებს.

კორეელი ჩასაფრებული ჭიდაობდა, თავის შანსს ელოდა, ლაშა კი უფრო აქტიურობდა, თუმცა გდებამდე საქმე არ მისულა. მეტოქემ იმდენი მოახერხა, რომ დამატებითი დროის მეცხრე წუთამდე მტკიცედ იჭიდავა, თუმცა ბოლოსდაბოლოს, მესამე გაფრთხილებით ასპარეზობას გამოეთიშა.

ფინალური შეხვედრა მალე გაიმართება, დაახლოებით ნახევარ საათში.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0