სანდრო ტონალის ტრანსფერი ევროპაში ყველაზე იმედგაცრუებულად მიიჩნიეს.
პორტალმა Goal-მა ევროპული ჩემპიონატების ყველაზე იმედგაცრუებული ტრანსფერები შეადგინა. პირველი ადგილი დაიკავა სანდრო ტონალიმ – მას აზარტულ თამაშებში მონაწილეობის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს მალევე, რაც „მილანიდან“ „ნიუკასლში“ გადავიდა.
რეიტინგში „ბარსელონას“ 4 შენაძენია, ასევე მოხვდა ანსუ ფატის იჯარა.
სრული სია ასე გამოიყურება:
- კიმ მინ ჯე – „ნაპოლიდან“ „ბაიერნში“ 50 მლნ ევროდ;
 - ჯოვანი რეინა – „დორტმუნდიდან“ „ნოტინჰემში“, იჯარა;
 - ბრაიან სარაგოსა – „გრანადადან“ „ბაიერნში“ 50 მლნ ევროდ;
 - ანსუ ფატი – „ბარსელონადან“ „ბრაიტონში“, იჯარა;
 - ფაბიო კარვალიო – „ლივერპულიდან“ „ლაიპციგში“, იჯარა;
 - ფოლარინ ბალოგუნი – „რეიმსიდან“ „მონაკოში“ 40 მლნ ევროდ;
 - ფელიქს ნმეჩა – „ვოლფსბურგიდან“ „ბორუსიაში“ 30 მლნ ევროდ;
 - ჟოაო კანსელო– „სიტიდან“ „ბარსელონაში“, იჯარა;
 - ლეონარდო ბონუჩი – „იუვენტუსიდან“ „უნიონში“ თავისუფალ აგენტად;
 - მანუელ უგარტე – „სპორტინგიდან“ პსჟ-ში 60 მლნ ევროდ;
 - რენატო სანჩესი– პსჟ-დან „რომაში“, იჯარა;
 - ნაბი კეიტა – „ლივერპულიდან“ „ვერდერში“ თავისუფალ აგენტად;
 - ვიტორე როკე – „ატლეტიკო პარანაენსედან“ „ბარსელონაში“ 30 მლნ ევროდ;
 - ჟოაო ფელიქსი – „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“, იჯარა;
 - ჯორდან ჰენდერსონი – „ალ იტიფაკიდან“ „აიაქსში“ თავისუფალ აგენტად;
 - ორიოლ რომეუ – „ჟრონადან“ „ბარსელონაში“8 მლნ ევროდ;
 - მეისონ მაუნტი – „ჩელსიდან“ „მანჩესტერში“ 60 მლნ ფუნტად (70 მლნ ევრო);
 - კელვინ ფილიპსი – „სიტიდან“ „ვესტ ჰემში“, იჯარა;
 - მოისეს კაისედო – „ბრაიტონიდან“ „ჩელსიში“ 115 მლნ ფუნტად (134 მლნ ევრო);
 - რანდალ კოლო-მუანი – „აინტრახტიდან“ პსჟ-ში 90 მლნ ევროდ;
 - სანდრო ტონალი – „მილანიდან“ „ნიუკასლში“ 60 მლნ ფუნტად (70 მლნ ევრო).
 



GIPHY App Key not set. Please check settings