in

ქინქლაძე შესაძლოა ანორთისისში დაბრუნდეს

“ანორთოსისში” შესაძლოა ლეგენდარული ქართველების თემურ ქეცბაიასა და გიორგი ქინქლაძის დუეტი აღდგეს. კვიპროსული გამოცემის მტკიცებით, ფამაგუსტელთა მთავარ მწვრთნელს გუნდის სპორტული დირექტორის პოსტზე გიორგი ქინქლაძის დანიშვნა სურს. წყაროს წერს, რომ ქეცბაიას იმედი აქვს ქინქლაძის საერთაშორისო კავშირები და კონტაქტები “ანორთოსისს” ძალიან დაეხმარება.

გიორგი ქინქლაძისთვის “ანორთოსისი” უცხო კლუბი არაა, რადგან ქინქი ფამაგუსტელთა შემადგელობაში 2004/05 წლებში თამაშობდა, როდესაც “ანორთოსისის” მოთამაშე-მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახლდათ.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0