in

ქართული ფრენჩაიზის პირველი და მეორე ხაზი დაკომპლექტდა

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, სექტემბრიდან ახალ საკლუბო ტურნირში ჩაერთვება, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით ტარდება და მას ევროპის სუპერთასი ეწოდება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპული კლუბები, ასევე ფრენჩაიზები. უკვე ცნობილია, რომ პირველი სუპერთასისთვის რვა გუნდი იბრძოლებს – თითო საქართველოდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან და ისრაელიდან, ორი რუსეთიდან.

პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდები რეგიონალური პრინციპით ორ კონფერენციად დაიყოფიან.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: შავი ლომი (საქართველო), ენისეი (რუსეთი), ლოკომოტივი პენზა (რუსეთი), თელავივ ჰითი (ისრაელი). შავი ლომის პირველი და მეორე ხაზის ვინაობა უკვე ცნობილია. ქომაგი ახლა უკანა ხაზის დაკომპლექტებას ელის.

შავი ლომის პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე, დავით ლაზვიაშვილი, გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია

შავი ლომის მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, დავით გიგაური

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0