in

ქართველი მამლუქის მორიგი წარმატება: ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია

ქართველი მამლუქის დიდი წარმატება. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონია. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა დავლათ ბობონოვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაეუფლა.

25 წლის ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად მან ეს 2018 წელს ბაქოში მოახერხა. ნიკოლოზ შერაზადიშვილი იყო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ძიუდოისტი, რომელმაც ესპანეთს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოუტანა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0