in ,

ფოტო: ფრანგმა კოსმონავტმა პორტუგალიასთან მატჩს კოსმოსში გაფრენის დროს უყურა

ფრანგმა კოსმონავტმა ტომას პესკემ საფრანგეთი-პორტუგალიის მატჩს უჩვეულო გარემოში უყურა და ამის თაობაზე საზოგადოებას ფოტოც გაუზიარა. ის თავის ნაკრებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრენის დროს გულშემატკივრობდა.

“ვუყურებ საფრანგეთი-პორტუგალიას. არც თუ იოლი ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ამის გამო მატჩები კიდევ უფრო საინტერესო ხდება”, – დაწერა პესკემ ტვიტერზე და ფოტოც თან დაურთო.

მატჩი მოგეხსენებათ ფრედ 2:2 დასრულდა და ორივე გუნდი გავიდა 1/8 ფინალში, სადაც პორტუგალია ბელგიას შეხვდება, ხოლო კოსმონავტი ფანის საფრანგეთი შვეიცარიას.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0