in

ფონდი ქართუს მხარდაჭერა გრძელდება: ახალი სარაგბო მოედნები 45 ლოკაციაზე

რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა – იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ამ საშვილიშვილო საქმეში ბიზნეს სექტორი, სპორტულ ორგანიზაციები და ყველა უნდა გაერთიანდნენ.

“რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის დღიდან, გუნდთან ერთად რაგბის განვითარების გეგმის შემუშავებაზე დავიწყეთ ზრუნვა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში იყოს სარაგბო ინფრასტრუქტურა. მოკლე პერიოდში ყველა რეგიონი აღვწერეთ და შევადგინეთ სამი ტიპის მოედნის პროექტი, სხვადასხვა საფარითა და ტრიბუნებით. გეგმა წარვუდგინეთ მთავრობას და მივიღეთ პირობა, რომ მოედნები 45 ლოკაციაზე მოეწყობა”.

“უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2022 წლიდან, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში ბავშვებს ექნებათ წვდომა სარაგბო ინფრასტრუქტურაზე, რაც კიდევ უფრო მეტი მასშტაბით მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ისეთი თაობების, სპორტსმენების და კაცების აღზრდა, როგორებიც არიან მამუკა გორგოძე, დავით კაჭარავა, გიორგი ნემსაძე, მერაბ კვირიკაშვილი, მერაბ შარიქაძე, დავით ზირაქიშვილი და ბევრი სხვა, რომელთაც ასახელეს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით”.

“ეს არის იმ დიდი საქმის გაგრძელება, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ დაიწყო და რამაც მოგვიტანა ის წარმატებები, რითაც მთელი ქვეყანა ამაყობს. სწორედ რაგბის ამ წარმატებებმა და პოპულარობამ გააჩინა მოთხოვნა, რომ ყველა რეგიონში იყოს სარაგბო ინფრასტრუქტურა”.

“აღნიშნული განვითარების გეგმა დაგვეხმარება რაგბის გააზრებაში, როგორც არა მარტო სპორტის, არამედ როგორც ეროვნული იარაღის და ქართული გენისა და ისტორიის  ბუნებრივი გამოხატულების. ასევე ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, სხვადასხვა ქვეყნებიდან სპორტსმენები შეძლებენ ჩვენს ლამაზ ბუნებაში ჩამოსვლას და გადამზადებას, რაც გამოიწვევს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას და სხვადასხვა ტურისტული სეგმენტების განვითარებას”.-განაცხადა იოსებ ტყემალაძემ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან ყენია: საქართველოს ქართველი სჭირდება

ფორმულა 1-მა ასეულობით სიცოცხლე შეიწირა: დღეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შემთხვევა მოხდა – გავიხსენოთ სხვა ინციდენტებიც