in

ფლორენტინო პერესს ფარული ჩანაწერები გამოუქვეყნეს: რეალის პრეზიდენტი რაულს და კასილასს თაღლითებს უწოდებს

El Confidencial საიდუმლო ჩანაწერს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კლუბის ორი ლეგენდის, იკერ კასილასისა და რაულის შესახებ უარყოფით კონტექსტში საუბრობს.

წყაროს ინფორმაციით, 2006 წლის ჩანაწერში ერთერთი მოსაუბრე ნამდვილად ფლორენტინო პერესია, თუმცა ამ პერიოდში იგი უკვე აღარ არის რეალის პრეზიდენტი. მან 2006 წლის 27 თებერვალს დატოვა პოსტი, ხოლო 2009 წლის 14 მაისს კვლავ, მეორედ იქნა არჩეული.

სტატიაში პერესის შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ:

“კასილასი რეალის შესაფერისი მეკარე არ არის და არც არასდროს ყოფილა, მეტი რა გითხრათ?! ის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა კლუბისთვის, ვინც კი გვყოლია. არის ხალხი, ვინც მას აღმერთებს, მასზე საუბრობს, იცავს, არ ვიცი. “რეალის” უდიდესი თაღლითები არიან პირველ რიგში რაული, შემდგომ – კასილასი.

ეს მოთამაშეები ძალიან ეგოისტები არიან, მათ ვერც კი ენდობი. ვინც მათ ენდობა, ცდება, ისინი მოგატყუებენ, გაგასულელებენ. საშინელი ფეხბურთელები მყავს”– ვკითხულობთ El Confidencial-ის განცხადებაში.

ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით არც რეალის მოქმედ პრეზიდენტს, არც კასილასსა და რაულს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0