in

ფიზიკაში მოვიკოჭლებთ, დერეფანი კატასტროფაა – ურუგვაისთან არ უნდა ვაგებდეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე ტურის მატჩში ურუგვაის ნაკრებთან დამარცხდა – 15:20.

პირველ ნახევარში მეტ-ნაკლებად დალაგებული თამაშის შემდეგ, უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ორქულიანი უპირატესობის მოპოვება შეძლეს და ტაიმი 10:8 მოიგეს. ძნელი სათქმელია, დაბალი ფიზიკური კონდიცების ბრალია თუ ელემენტარული თამაშის გაგების არქონის, მაგრამ ფაქტია, მეორე ტაიმში, ისევე როგორც პირველ მატჩში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

არასწორი გადაწყვეტილებები, ერთფეროვანი შეტევის სტილი ადვილად წასაკითხი იყო მეტოქის დაცვისთვის. ტრადიციულად მოიკოჭლებს უკანა ხაზი.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ მატჩის მოგება მაინც შეიძლებოდა, მეტოქე ბოლო წუთნახევარში სამჯერ დავაჯარიმეთ. სამივეჯერ ბურთი აუტში გადავიტანეთ და სამივე დერეფანი წავაგეთ. ერთი სიტყვით, სამუშაო ამ გუნდს საკმაოდ ბევრი აქვს. თუმცა, ურუგვაისთან მაინც არ უნდა ვაგებდეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 28 ივნისს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0