in

ფაბრიციო რომანო: გუნდი, რომელიც ხვიჩას დაიმატებს, მიიღებს მსოფლიოში გამორჩეულ ტალანტს

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ფაბრიციოს Twitch-ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მომხმარებელმა 20 წლის ქართველის შესახებ ჰკითხა, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო.

“3 თვის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც მითხრა: “ფაბრიციო, შეხედე ხვიჩას”. ვნახე მისი თამაში და შემიძლია ვთქვა, რომ კლუბი, რომელიც კვარაცხელიას დაიმატებს, მიიღებს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს. მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა”, – თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით არაერთი გუნდია დაინტერესებული. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ბოლოს მიონხენგლადბახის “ბორუსიას” დაუკავშირეს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0