in ,

უკრაინის ნაკრები ფორმას შეცვლის: ძირითადი კონტურები დარჩება, ფრაზა „დიდება გმირებს“ – არა

უეფამ უკრაინის ნაკრებს ფორმის შეცვლა მოსთხოვა. საუბარია კომპლექტზე, რომელიც კომპანია Joma-მ სპეციალურად ევროპის ჩემპიონატზე გამოსასვლელად შექმნა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ ახალი ფორმა სულ ცოტა ხნის წინ წარადგინა. კომპლექტი სამ ფერში (ყვითელი, ცისფერი და თეთრი) იყო შესრულებული და მასზე ქვეყნის ტერიტორია, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის ავტონომიური რესპუბლიკა იყო გამოსახული. უეფაში ჩათვალეს, რომ მაისურზე უკრაინის რუკა ორგანიზაციის წესებს ნამდვილად არ არღვევს, რადგან გეოგრაფიულად ევროკავშირის ნორმებს აკმაყოფილებს.

ყოჩაღ უკრაინა: ქვეყნის საზღვრები მაისურზე – უკრაინა ევროზე განსაკუთრებული ფორმით ითამაშებს

„მაისურზე დარჩება სლოგანი „დიდება უკრაინას“, რომელიც არაპოლიტიკურად ჩაითვალა. ამასთან, მეორე სლოგანი „დიდება გმირებს“ – უკრაინელებმა ფორმიდან უნდა გააქრონ, რადგან მას ნამდვილად პოლიტიკური შინაარსი აქვს“, – აღნიშნეს უეფაში.

ევროპული ფეხბურთის ასოციაციაში ასეთი გადაწყვეტილება რუსული მხარის მიმართვის შემდეგ მიიღეს. ამასთან, ფრაზა „დიდება გმირებს!“ თავიდან მაისურის შიდა მხარს იყოს გამოსახული და მაყურებელს მისი დანახვა არ შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული ფორმის პრეზენტაციის დროს უეფას პრეტენზია არ გამოუთქვამს და თითქოს ყველაფერი აკმაყოფილებდა.

„თქვენი ნაგავი „ფეხბურთი პოლიტიკის გარეშე“ არაფრად არ ღირს“ – უკმაყოფილება მკაცრად გამოხატა უკრაინელმა ჩოგბურთელმა სტახოვსკიმ.

უკრაინის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ავსტრიას შეხვდება.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0