ჟურნალისტი იგორ ბურბასი იტყობინება, რომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ალეკსანდრ პეტრაკოვს სერგეი რებროვი შეცვლის.
რებროვი “ალ-აინთან” თანამშრომლობას შეწყვეტს და უკრაინის ეროვნულ გუნდს მარტში ჩაიბარებს. კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია. თუ ის ამჟამინდელი გუნდის დატოვებას ივნისამდე ვერ მოახერხებს, ნაკრების შეკრებას მისი სამწვრთნელო შტაბი ჩაატარებს.
პეტრაკოვი ასაკობრივ ნაკრებებში დაბრუნებას არ აპირებს და კარგი შეთავაზების მოლოდინშია.
GIPHY App Key not set. Please check settings