in

ტუხელმა მოახლის შვილის სიცოცხლე გადაარჩინა და ფილიპინებზე ვილაც უყიდა

პსჟ-დან გაგდებამდე გერმანელმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა საკუთარ სახლში მოახლე ქალის შვილის სიცოცხლე გადაარჩინა და მერე ფილიპინებზე მდიდრული ვილაც აჩუქა.

ეს გულისშემძვრელი ისტორია ტვიტერზე Canal Supporters-ის რედაქტორმა ნიკოლა ორტუ მოყვა. 2018 წელს საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, ტუხელმა ფილიპინური წარმოშობის მოახლე დაიქირავა. ქალი ბევრს მუშაობდა და ხშირად დამატებით საათებსაც იღებდა. დროთა განმავლობაში ტუხელი და მისი მეუღლე დაუახლოვდნენ მოახლეს და შეიტყვეს, რატომ მუშაობდა ქალი ამდენს – მას ფულის შეგროვება სჭირდებოდა, რათა შვილისთვის ძვირადღირებული ოპერაცია დაეფინანსებინა.

ტუხელმა უყოყმანოდ მისცა ქალს ფული და ბიჭის ყველა სამედიცინო ხარჯი დაფარა. თუმცა გერმანელის გულკეთილობა ამით არ დასრულებულა. პსჟ-დან დათხოვნამდე მან ქალს კითხა თუ რაზე ოცნებობდა. მასაც არ დაუმალავს, რომ სურდა ოდესმე ფილიპინებზე დაბრუნებულიყო, სახლი აეშენებინა და სიბერე ოჯახის გარემოცვაში მშვიდად გაეტარებინა. ლონდონში გადაბარგებამდე ტუხელმა მოახლე მოულოდნელი საჩუქრით გააბედნიერა – ქალი ფილიპინებზე მდიდრული ვილის მეპატრონე გახადა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აშშ-ს ქალთა სტუდენტურ ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

ინგლისს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მესამედ მასპინძლობა სურს