in ,

ტოკიოში 9 ძიუდოისტი გვეყოლება: მათ შორის ორი ქალია

ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ამ ზაფხულს ტოკიოში გაიმართება, საქართველოდან 9 ძიუდოისტი იასპარეზებს – 7 კაცი და 2 ქალი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საბოლოო ოლიმპიურ რეიტინგში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, ლიცენზია 17 ქართველ სპორტსმენს აქვს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში ტოკიოს ბოლო საგზური ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, რომელიც კონტინენტურ კვოტაში მოხვდა. ოლიმპიადაზე გამოსვლა ქულებით მანამდეც ჰქონდა განაღდებული ეთერ ლიპარტელიანს (-57), რომელიც საქართველოში დაბადებული პირველი ქალი ძიუდოისტია, ვინც ოლიმპიადაზე გამოვა. შეგახსენებთ, რომ რიოს 2016 წლის თამაშებზე საქართველოს დროშის ქვეშ ნიდერლანდელმა ესტერ სტამმა იასპარეზა.

ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა სია.

ქალები
-52 – ტეტიანა ლეციცკა-შუკვანი
-57 – ეთერ ლიპარტელიანი

კაცები
-60 – ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე, ამირან პაპინაშვილი
-66 – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73 – ლაშა შავდათუაშვილი
-81 – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე
-90 – ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი
-100 – ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
+100 – გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ლევან მათიაშვილი.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ერთი წლით გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს. იაპონიის დედაქალაქში თამაშები წელს, 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ოლიმპიადაზე ძიუდოში მედლები 24-31 ივლისს გათამაშდება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0