in ,

ტოკიოში რეკორდი უკვე დამყარდა – ოლიმპიადაზე 142 არატრადიციული ორიენტაციის სპორტსმენი გამოვა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 4 დღე რჩება. ტურნირი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ერთი დიდი (უცნაური) რეკორდი უკვე დამყარდა.

საქმე ისაა, რომ ტოკიო 2020-ზე მონაწილეობას 142 ისეთი სპორტსმენი მიიღებს, რომლებსაც თავიანთი არატრადიციული ორიენტაცია საჯაროდ აქვთ გაცხადებული. ინფორმაციას our sports ავრცელებს.

2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ასეთი სპორტსმენების რიცხვი მხოლოდ 56-ს შეადგენდა.

არატრადიციული ორიენტაციის ყველაზე მეტი წარმომადგენელი აშშ-ს ეყოლება (34).

ასევე გეტყვით, რომ ტოკიოში ძალოსანთა ტურნირზე ძალოსნობის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი ქალი, ზელანდიელი ლორელ ჰაბარდი გამოვა.

ტოკიო-2020 23 ივლისს აიღებს სტარტს და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0