in

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოზე ვერცხლს დასჯერდა

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ჩინებულად იასპარეზა. ტატომ ნახევარფინალში ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი ულამაზესი გდებით 22 წამში დაამარცხა.

ფინალში ტატოს მეტოქე ბელგიელი მატიას კასე იყო, რომელთანაც საკმაოდ მძიმე ბრძოლა გამოდგა. ხუთწუთიანი დრამატული ორთაბრძოლის შემდეგ, კასემ ქართველი ფალავანი კონტრილეთზე დაიჭირა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ტატომ ფინალამდე ბელგიელი სამი ჩოუჩი, ბერძენი ალექსიოს ცანაციდისი,
შვედი რობინ პაჩეკი, სამხრეთ კორეელი ლი მონ ჯი და ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0