in

სტერლინგი და ჰენდერსონი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერები გახდებიან

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველებს რაჰიმ სტერლინგსა და ჯორდან ჰენდერსონს საპატიო ჯილდოები გადაეცემათ.

ფეხბურთელები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერები გახდებიან. ბრტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჯილდოს გადაცემის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

„მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე რასიზმთან ბრძოლისთვის დაფასდება,

„ლივეპრულის“ კაპიტანი კი 2020 წლის აპრილში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს ექიმების დასახმარებელი ფონდის ჩამოყალიბებისთვის.

ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი – ორდენის ყველაზე დაბალი საფეხურია. ბრიტანეთის სახელმწიფო ჯილდოებს შორის – ეს ყველაზე ახალგაზრდა ორდენია. მოქმედ ფეხბურთელებს შორის ეს ჯილდო ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა მიიღო. მარკუსი საქველმოქმედო საქმიანობისთვის დააჯილდოვეს.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0