„მანჩესტერ სიტი“ Daily Mail-ის საქველმოქმედო კამპანიას „კომპიუტერი ბავშვებს“ შეუერთდა და სკოლებს ასობით ნოუთბუქი უსახსოვრა.
კლუბის დაფინანსებით მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, რომ კარანტინის შემდეგ სკოლაში დაბრუნებულებმა სწავლის გაგრძელება შეძლონ.
აღსანიშნავია, რომ ნოუთბუქებს ინტერნეტისთვის საჭირო ყველა მოწყობილობაც მოყვება.
„მანჩესტერ სიტიში“ ვამაყობთ იმით, რომ მანჩესტერის საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირი გვაქვს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან.
პანდემიის დროს კონტაქტის შენარჩუნება არც თუ მარტივი იყო და კლუბს სხვადასხვა გზების ძიება დასჭირდა. კამპანია „კომპიუტერი ყველა ბავშვს“ ამ კავშირის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზაა“, – განაცხადა ფერნანდინიომ.
GIPHY App Key not set. Please check settings