საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 2026 წელს ბელგრადში გაიმართება.
ევროპის ოთხ ქალაქში გძელდება წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირების ორთაბრძოლები. თბილისში საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურში შვეიცარიის გუნდს დიდი სხვაობით სძლია და, ბოლო ტურის ანგარიშების მიუხედავად, ფინალურ რაუნდში თამაშის უფლება ზედიზედ მეშვიდედ (2014 წლიდან) მოიპოვა.
საქართველო – შვეიცარია 29:5 (7:1, 8:1, 9:1, 5:2)
საქართველო: რაზმაძე, გვეტაძე, ახვლედიანი (4), დადვანი (5), შუშიაშვილი (3), ტყეშელაშვილი (1), ვასიჩი (2), ადეიშვილი (3), მესხი, იმნაიშვილი (2), მაგრაქველიძე (4), ჩიქოვანი (2), პიეშივაცი (2), ვლანოვიჩი (1)
საქართველოს ნაკრებისთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა გქონდა, რადგან წარმატების შემთხვევაში მასპინძლები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდოდნენ, რომელიც გაისად ბელგრადში გაიმართება.
თბილისის “ოლიმპიკის” აუზში მატჩის პირველსავე წუთზე ანგარიში ახვლედიანმა გახსნა. მომდევნო ორი წუთის განმავლობაში პიეშივაცმა და ისევ ახვლედიანმა გამოიჩინეს თავი. სტუმრებმა მხოლოდ მე-6 წუთის მიწურულს შეძლეს პირველი ბურთის შეგდება (დომონკოსი), როცა ანგარში იყო 5:0 მასპინძლების სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრებმა პირველი რვაწუთიანი მონაკვეთი ექვსბურთიანი სხვაობით მოიგო. ჩვენებს უპირატესობა არც დანარჩენ სამ პერიოდში გაუშვიათ ხელიდან. საბოლოოდ 29:5 გაიმარჯვეს და მიზანსაც მიაღწიეს.
11 ივნისი. საქართველო – ისრაელი
GIPHY App Key not set. Please check settings