in ,

საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა ოლიმპიადისთვის დაკომპლექტებულია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართულ დელეგაციას ოფიციალურად უკვე 31 ლიცენზიანტი ყავს. ბოლო ცხრა ლიცენზია ჩვენს ნაკრებს ძიუდოისტებმა მოუტანეს. ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის სალიცენზიო ზონაში საქართველს ნაკრების 17 ძიუდოისტია, მაგრამ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის ის 9 ძიუდოისტი ჰყავს ჩამოთვლილი, რომლებიც ტოკიოში გაემგზავრებიან.

აქვე, წერია, რომ ერთადერთი იძულებითი ცვლილება შესაძლოა -90 კილოგრამდე წონით კატეგორიას შეეხოს, რადგან გასული მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრებისას ლაშა ბექაურმა ტრავმა მიიღო.

ტოკიო 2020-ზე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს.

-60 კგ. – ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. – ტატო გრიგალაშვილი
90 კგ. – ლაშა ბექაური 
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი

ქალები

52 კგ. – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0