in

სად ფეხბურთი და სად სუპერბოული: შესვენება არ გაიზრდება

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა.

ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ მატჩების შესვენების 15-დან 25 წუთამდე გაზრდას მხარი არ დაუჭირა. დროის ზრდის მიზეზი ტაიმებს შორის შესვენებაზე შოუს მოწყობა იყო, ისეთის,როგორიც სუპერბოულზე ტარდება.

IFAB გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ხანგრძლივი შესვენება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ფებხურთელების ჯანმრთელობაზე.

ასევე გაიცა რეკომენდაცია, რომ მუდმივად გამოიყენონ 5 ცვლილება პანდემიის დაუსრულებლობის გამო. ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მარტში დაამტკიცებენ.

გარდა ამისა, IFAB-მა 2023 წლის აგვისტომდე გაახანგრძლივა დამატებითი ცვლილების ტესტირება ტვინის შერყევის ეჭვის დროს.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0