in

რონალდო იუვენტუსიდან არ წავა, თუკი ხელფასს არ შეუმცირებენ: კრიშის აგენტი მილანში შეამჩნიეს

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ტურინის „იუვენტუსში“ ჩარჩა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შემდეგ კრიში იტალიური კლუბიდან წასვლაზე დაფიქრდა. მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტები „მანჩესტერ იუნაიტედი“, მადრიდის „რეალი“ და პსჟ არიან.

რონალდო კი წავა, მაგრამ წაიყვანენ? – სამი გუნდის ვარიანტი

ტრანსფერისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი – კრიშტიანოს ხელფასია, რომელიც სეზონზე 30 მილიონი ევროს შეადგენს. ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ „ბიანკონერის“ შეთავაზებას ვერც ერთი სხვა კლუბი ვერ გაიმეორებს. პორტუგალიელი „იუვეს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი მისი ხელფასი შემცირდება ან შემოსავალი რამდენიმე წელზე გადანაწილდება.

რონალდოს აგენტი ჟორჟ მენდეში 9 ივნისს მილანში შეამჩნიეს. ის „როსონერის“, „ინტერის“ და „ფიორენტინოს“ დირექტორებს შეხვდა. თუმცა, მენდეშთან არ მისულან „იუვენტუსის“ წარმომადგენლები.

5 გოლიც და… რონალდო მსოფლიო რეკორდზე მიდის

36 წლის კრიშტიანო 2020/21 სერია A–ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 33 მატჩში 29 გოლის გატანა შეძლო.

რონალდოს გადასვლის შემდეგ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალს არ გასცდენია. კრიშის გარეშე კი ალეგრისთან ერთად ტურინულმა კლუბმა ფინალში ორჯერ ითამაშა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0