in

რონალდო და სალაჰი წინ გაიჭრნენ: ვინ გახდება წლის ფეხბურთელი

Globe Soccer Awards სხვადასხვა ნომინაციებში წლის საუკეთესოებს არჩევს. ერთ-ერთი და ყველაზე საინტერესო წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელია. ამ ჯილდოზე პრეტენდენტი ბევრია, მათ შორის ისეთებიც საკმარისად არიან, რომელთაც გულშემატკივარი ალბათ ნაკლებად მოიაზრებს წლის ფეხბურთელად.

სეზარ ასპილიკუეტა („ჩელსი“), ქარიმ ბენზემა („რეალი“), ფედერიკო კიეზა („იუვენტუსი“), კევინ დე ბრუინი („სიტი“), რუბენ დიაში („სიტი“), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერი“), ერლინგ ჰაალანდი („ბორუსია“ დორტმუნდი), ჟორჟინიო („ჩელსი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), ნგოლო კანტე („ჩელსი“), ჯოშუა კიმიხი („ბაიერნი“), რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“), რომელუ ლუკაკუ („ჩელსი“), მარკინიოსი (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ), ლეო მესი (პსჟ), ტომას მიულერი („ბაიერნი“), ნეიმარი (პსჟ), კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), მარკო ვერატი (პსჟ).

ხმის მიცემა გამოცემის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.

წლის მწვრთნელს ხმის მიცემით ირჩევენ: თუმცა ერთი ძალიან დაწინაურდა

ამ დროისთვის (26 ნოემბრის 14:00 საათისთვის) ლიდერობენ რონალდო (27%) და სალაჰი (26%). მესი მესამეა 18%-ით. ბენზემას 11% აქვს, ხოლო სხვები საგრძნობლად ჩამორჩებიან, მათ შორის ლევანდოვსკი, რომელსაც ჯერჯერობით 5% აქვს მოგროვებული.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0