in

როგორ აჯობა უკრაინამ რუსეთს: შევჩენკოს ლეგენდარული გოლი და გამწარებული რუსები

1999 წლის 9 ოქტომბერს დაუვიწყარი მატჩი შედგა რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს იყო ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურის, ძალიან პრინციპული შეხვედრა. გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე გადიოდა, თუმცა უკრაინა მეტოქეს 1 ქულით უსწრებდა და ფრეც ყოფნიდა მინიმუმ გადათამაშებაში მოსახვედრად, ხოლო რუსებს მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ.

დრამატული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

რუსებმა ანგარიში გვიან, 75-ე წუთზე გახსნეს (კარპინის ჯარიმა). 88-ე წუთზე კი უკრაინამ მარცხენა ფრთაზე ჯარიმა მოიპოვა, კარამდე ძალიან შორი და მოუხერხებელი პოზიცია იყო. ბურთთან უკრაინელთა ლიდერი ანდრეი შევჩენკო მივიდა. ყველა ჩაწოდებას ელოდა. შევჩენკოს დარტყმა კარისკენ წავიდა, ბურთს ვერავინ შეწვდა, ხოლო რუსეთის მეკარეს ბურთი ხელიდან გაუსხლტა და კარში შევარდა.
88-ე წუთი იყო.

უკრაინამ მისაღები ანგარიში შეინარჩუნა და რუსები ევროპის მიღმა დატოვა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0