in ,

როგორი იქნება ევრო 2020-ის გახსნა

ევრო 2020-ის გახსნის მატჩის წინ ყურადღების ცენტრში იქნებიან – მარტინ გარიკსი, ბონო და ეჯი. მათი ვირტუალური გამოსვლა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით საშუალებას იძლევა, რომ გულშემატკივარმა ესოდენ მონატრებული სტარტი სრულად შეიგრძნოს.

U2-ის ლეგენდარული მონაწილეებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დიჯეის ერთობლივი ნამუშევარი ევრო 2020-ის ოფიციალური სიმღერაა, რომელიც ციფრულ ფორმატში გაჟღერდება რომის „ოლიმპიკოზე“. სამი არტისტი ერთად შეასრულებს კომპოზიციას We Are The People.

გამოსვლა ცოცხალ კონცერტს მოგაგონებს და ვიზუალური ნაირსახეობები ერთმანეთს შეენაცვლებიან ტექნოლოგიების ბოლო სიტყვის გამოყენებით – საფეხბურთო გაზონი თეთრ-ცისფერ ცეცხლად გადაიქცევა, გაკეთდება ენერგეტიკული მოედანი, რომელსაც მილიონობით ნაწილაკი გადააქცევს და პლუს ბონოს პროექცია – ეს ყველაფერი წესით მილიონობით მაყურებელს თბილ და პოზიტიურ გარემოს შეუქმნის.

შოუ გადაიღეს „ოლიმპიკოზე“ , ასევე ლონდონში და დაამონტაჟეს ინგლისის დედაქალაქში. მათ ახალი ტექნოლოგიებით მოახერხეს და 3D-ში ასახეს სტადიონის ატმოსფერო.

გულშემატკივრები ტურნირის მსვლელობისას შეძლებენ დატკბნენ ევრო 2020-ის პლეილისტით, რომელიც გარიქსმა შეადგინა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0