in

რეალმა, ბარსამ და იუვენტუსმა სასამართლოს მიმართეს, უეფამ კი მათ წინააღმდეგ საქმე შეაჩერა

უეფას სააპელაციო ინსტანციამ „ბარსელონას“, „რეალის“ და „იუვენტუსის“ მიმართ, ევროპულ სუპერლიგასთან დაკავშირებით გამოძიება შეაჩერა. საქმე ისაა, რომ კლუბებმა მადრიდის სასამართლოს მიმართეს.

„უეფას ესმის, თუ რატომაა საჭირო დისციპლინარული საქმის წარმოების დროებით შეჩერება. ორგანიზაცია თავდაჯერებულობას ინარჩუნებს და თავის პოზიციას ყველა ინსტანციაში დაიცავს. უეფა ნაციონალური კანონმდებლობის და ევროკავშირის კანონმდებლობის დაცვით მკაცრი ნაბიჯების გადადგმას აპირებს, რათა სააპელაციო ინსტანციამ საქმის წარმოება რაც შეიძლება სწრაფად გააგრძელოს“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამმა კლუბმა მადრიდის სასამართლოს დისციპლინარული სასჯელისთვის თავის არიდების იმედით მიმართა. უეფა აზუსტებს, რომ კლუბების მიმართ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების დროს არა მხოლოდ თავისი რეგლამენტით, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და შვეიცარიის კანონმდებლობის გათვალისწინებით ხელმძღვანელობდა.

სუპერლიგის შექმნის შესახებ ინგლისის, იტალიის და ესპანეთის 12-მა დიდმა კლუბმა 19 აპრილის ღამეს განაცხადა, 20 აპრილის საღამოს კი პროექტმა კრახი განიცადა.

26 მაისს უეფამ „რეალის“, „ბარსას“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დისციპლინარული საქმე ოფიციალურად გახსნა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0