in

რეალმა ალაბა წარადგინა: ავსტრიელი რამოსის მაისურით ითამაშებს

მადრიდის “რეალმა” ავსტრიელი ახალწვეული დავიდ ალაბა ოფიციალურად წარადგინა.

მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ერთად ფოტოც გადაიღო.

როგორც ამ ფოტოდან ჩანს, ალაბა „რეალში“ 4-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელსაც გუნდში 16 წლის განმავლობაში სერხიო რამოსი ატარებდა.

რამოსი „რეალში“ 2005 წელს „სევილიადან“ გადავიდა და იმ დღიდან მუდმივად 4-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, სანამ წელს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვა.

ალაბა კი „სამეფო კლუბს“ ასევე უფასოდ შეუერთდა, მას შემდეგ, რაც „ბაიერნთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0