in

რეალის კაპიტნობას ლეგიონერი ჩაიბარებს: ასეთი რამ 1904 წლის შემდეგ პირველად მოხდება

ესპანეთის ნარკების მცველმა სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალი“ დატოვა და კლუბმაც ახალი კაპიტნის არჩევის გადაწყვეტილება მიიღო.

16 წლიანი დიდი ეპოქა დასრულდა: რამოსმა რეალი დატოვა

როგორც წყარო ირწმუნება, ამიერიდან „ბლანკოს“ სამკლაურს მარსელო მოირგებს. გუნდის ვიცე-კაპიტნები ფრანგები – ფორვარდი ქარიმ ბენზემა და ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი გახდებიან.

ბრაზილიელი „მადრიდის“ პირველი კაპიტანი იქნება 1904 წლის შემდეგ. მაშინ ესპანელები მატჩებზე გვატემალელ ფედერიკო რევერტოს გამოყავდა. მას შემდეგ „რეალის“ კაპიტნის წოდება მხოლოდ ესპანელებს ჰქონდათ. ტრადიციის დარღვევა სცადა ჟოზე მაურინიომ, როდესაც იკერ კასილასს სამკლაური ჩამოართვა და ლიდერად მთავარი კაცის, რონალდოს დანიშვნა სურდა. თუმცა, მაშინაც პირველობა ესპანელებს დარჩათ.

სამკლაურთან ყველაზე ახლოს ნაჩო ფერნანდესი აღმოჩნდა. ის „რეალის“ გამოზრდილი იყო და კლუბში 20 წელი გაატარა. სწორედ ამიტომ კაპიტნების რეიტინგში მან „ოქროს ბურთის“ მფლობელ ლუკა მოდრიჩს გადაუსწრო.

სერხიო რამოსი „რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაპიტანია. სამკლაური მან პირველად 2016 წელს გაიკეთა და 6 სეზონის განმავლობაში 12 ტიტულის მოპოვება შეძლო. შედარებისთვის, კასილასს 5 სეზონის ჯამში 7 ტიტული აქვს, რაულს – 7 წლის განმავლობაში მხოლოდ 4.

რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობდა. 16 წლის განმავლობაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სერხიომ 469 მატჩი ითამაშა და 72 გოლი გაიტანა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0