in

რა შეფასება დაუწერეს კვარაცხელიას

“ნაპოლიმ” “ვერონა” 5:2 გაანადგურა და მოგებაში დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საგოლე პასი გააკეთა.

კვარაცხელიას საოცნებო დებიუტი გამოუვიდა და 7.7 ქულა დაიმსახურა. მასზე წინ სააგენტოებმა ირვინგ ლოზანო (8.1), ვიქტორ ოსიმენი (7.9) და პიოტრ ზილინსკი (7.8) დაასახელეს.

ყველაზე დაბალი შეფასება მეკარე მერეტმა მიიღო – 6.2.

შეფასების ავტორი არ არის სერია ა-ს ოფიციალური გვერდი, თუმცა იტალიური სპორტული გამოცემაა, რომელიც ყოველ ტურში მსგავს ქულების სისტემას გვთავაზობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0