in

რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნები

ქართულ რაგბიში ისევ დაძაბული ვითარებაა. მაშინ, როდესაც 2023 წელს საფრანგეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე 2.5 წელია დარჩენილი, საქართველოს ნაკრებს დროებითი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. არ არსებობს გეგმა, რომლითაც ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატამდე უნდა მიაღწიოს და არავინ იცის თუ რა მიზანი უნდა დაუსახონ ნაკრებს მუნდიალზე.

რაგბის კავშირის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში უნდა ჩატარებულიყო, ამ დრომდე არ (ვერ) ტარდება. 2020 წლის 24 თებერვალს საარჩევნო ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ჩაშლილი ყრილობა არაუდრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საქართველო და მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, რის შემდეგაც რაგბის კავშირის მოქმედმა გამგეობამ გაითვილისწინა საქართელოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და არჩევნები დეკემბრის თვეში გაიტანა. 2020 წლის 7 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლაშა (ბაჩო) ხურციძე წერს განცხადებას და ითხოვს რაგბის კავშირის “გადადებული არჩევნების” ჩატარებას და ამ განცხადებას ხელს აწერს კლუბების აბოლუტური უმრავლესობა და გამგეობის წევრები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ზუსტად ერთი კვირის შემდეგ 30 დეკემბერს დანიშნული არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობდნენ. ერთი კვირის წინ თავად არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება არჩევნების დანიშვნის შესახებ? მაშინ არ იყო არალეგიტიმური?

ბობა კვინიხიძე: უნდათ ომი? მიიღებენ სათანადო პასუხს

2020 წლის 30 დეკემბერს სარაგბო კლუბ “ლოკომოტივის” ბაზაზე არჩევნები ჩატარდა, რომელზეც “გადადებული არჩევნებისთვის” საჭირო ხმების რაოდენობის მქონე დელეგატები დარეგისტრირდნენ. არჩევნებში 31 ხმა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ მიიღო და პრეზიდენტად აირჩა, მაგრამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. რეესტრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ლაშა (ბაჩო) ხურციძის საჩივარი, რომელშიც იგი არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობდა. ხურციძე მიუთითებდა, რომ ხელმეორედ ჩასატარებელი არჩევნების ვადები დაირღვა და ეს არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო, როგორც ახალი რიგგარაშე არჩევნები. არადა, 7 დეკემბრის განცხადებაში ბაჩო ხურციძეს ხაზგასმით ეწერა, რომ რაგბის კავშირში “გადადებული არჩევნების” ჩატარებას ითხოვდა. საბოლოოდ, რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

არეულობა რაგბის კავშირში: რეესტრმა აბუსერიძის რეგისტრაცია შეწყვიტა

This image has an empty alt attribute; its file name is Capture-6.jpg

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რომელსაც იურისპრუდენციაში მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი აქვს, ამბობს, რომ საჯარო რეესტრს არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება და არც ჰქონდა ამის უფლება, რამეთუ ეს სასამართლოს პრეროგატივაა. სვანიძის ამ განცხადების შემდეგ, ის პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა, რომელიც რაგბის კავშირში ჩატარებულ აუდიტის დასკვნაში გამოჩენილ ფინანსურ დარღვევებს ეხებოდა. ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა ამ თემაზე ძიება და აპელირება და მაინცდამაინც არჩევნების წინ, ყოფილი პრეზიდენტის და რაგბის კავშირის არჩეული გამგეობის წევრის პროკურატურაში დაბარება სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

ეს ყველაფერი არაა. სანამ საჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, კავშირის გამგეობამ, რომლის წევრიცაა ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე, ქართულ ოცნებასთან და პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები ერეკლე ტრიპოლსკი, ლევან ვასაძე. ასევე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა ჯერ რეესტრის გადაწყვეტილება არ იღო მიღებული და ესენი უკვე ახალი არჩევნების თარიღს ნიშნავდნენ. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები და ვეტერანი მორაგბეები ქართულ რაგბიში პოლიტიკურ ჩარევაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ირაკლი კობახიძე და მამამისი ქართულ რაგბიში პრივილეგიების შენარჩუნებას პოლიტიკური “წონით” ცდილობენ.

რაგბი მორაგბეებს! კობახიძის გავლენა რაგბისაც გადაწვდა?!

ქართულ რაგბიში პოლიტიკურ ჩარევას მიანიშნებს არჩევნებამდე 2 დღით ადრე, პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის იოსებ ტყემალაძის დარეგისტრირება. ტყემალაძე ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენია. სწორედ, მის სახელს უკავშირდება წყალტუბოს და აბასთუმნის რეაბილიტაცია. ამ ადამიანმა თავად აღიარა, რომ რაგბისთან შეხება არ აქვს და მეტიც ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისიც კი თქვა, რომ რაგბის დეტალებში სათანადოდ არ არის ჩახედული. არადა, საუბრობდა 25 წელიწადში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდებაო.

სოსო ტყემალაძე: ივანიშვილი ჩემამდეც იყო და მერეც იქნება – სჯობს ჩემს გეგმას გაეცნონ (ექსკლუზივი)

დღეს, საარჩევნო ყრილობა ავჭალის სარაგბო სტადიონზე იყო დაგეგმილი, რომელზეც მხოლოდ იოსებ ტყემალაძე იყო დარეგისტრირებული. არჩევნები ქვორუმის არ არსებობის გამო, ჩაიშალა. ირაკლი აბუსერიძის და მისი მომხრეები კი, ყრილობაში მონაწილე დელეგატებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით აცილებდნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აბუსერიძის მომხრეები ამბობენ, რომ ტყემალაძე სამთავრობო კანდიდატია და კონკრეტული პოლიტიკოსები ლობირებენ. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაგბო კლუბ “წიქარას” წარმომადგენელს საავადმყოფოში მიაკითხეს და ძალდატანებით სხვა ადამიანზე მინდობილობა დააწერინეს, რომ ტყემალაძისთვის ხმა მიეცათ. ვეტერანი მორაგბე და ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრი ბობა კვინიხიძე აღნიშნავს, რომ მუნიციპალურ კლუბებზე არნახული ზეწოლა განხორციელდა. იგი კონკრეტულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს მირიან ქათამაძეს ასახელებს, რომელიც სარაგბო კლუბ “პონტოს” ხელმძღვანელობას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება.

ასევე, აღნიშნავდნენ, რომ სარაგბო კლუბი “ხვამლის”, რომელიც თბილისის მერიის ბალანსზეა, წარმომადგენელს შვებულება დააწერინეს და საარჩევნო ყრილობაზე მის ნაცვლად თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერიაშიც დაგვიდასტურეს

საბოლოოდ, დღევანდელი საარჩევნო ყრილობა, რომელიც გაძლიერებული პოლიციის მეთვალყურეობით მიმდინარეობა ქვორუმის არ არსებობისთვის ჩაიშალა. ამის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი რაგბის კავშირის არ დარეგისტირებულმა პრეზიდენტმა ირაკლი აბუსერიძემ და იოსებ ტყემალაძემ გააკეთეს.

“ქვორუმი არ შედგა და არჩევნები ჩაიშალა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, დაველოდებით გამგეობის გადაწყვეტილებას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. თქვენ თავად ნახეთ, რომ დღეს ოპონენტების მხრიდან იყო აგრესიის ფაქტები და მათ მოვუწოდებ სიმშვიდისკენ”, – ამბობს იოსებ ტყემალაძე.

This image has an empty alt attribute; its file name is Capture2-1-1024x607.png

“პოლიტიკური ზეწოლა თუ გაგრძელდა არაა გამორიცხული ტყემალაზემ მიაღწიოს თავის საწადელს და გახდეს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, მაგრამ ეს მიღწევა არ იქნება სამუდამო. ჩემმა გუნდმა მოვიგეთ სრულიად ლეგიტიმურად. დღეს, ის ხალხი იყო ყრილობაზე, რომლებმაც 30 დეკემბერს საკუთარი გადაწყვეტილებით ჩანიშნეს არჩევნები და როდესაც მიხვდნენ, აგებდნენ, ამის მერე დაიწყეს საუბრები არალეგიტიმურობაზე. გავაგრძელებთ ბრძოლას და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. რაგბის არავის დავამონებინებთ”, – ამბობს ირაკლი აბუსერიძე.

რაგბის კავშირის ხელახალი არჩევნები გამგეობამ დღეიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 სამუშაო დღეში უნდა ჩანიშნოს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0