in

პროგრამა მინიმუმი შესრულებულია: ტოჩინოშინის მეხუთე გამარჯვება

ქართველმა ექს-ოძეკმა ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოს მე-13 დღეს მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირიუ დაამარცხა და მიმდინარე ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა გოლიათმა, რომელიც წლის ბოლო სუპერტურნირზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირად არის განთესილი, ტრავმის გამო ბაშოს პირველი ოთხი დღე გამოტოვა და მას ეს ბრძოლები მარცხად ჩაეთვალა. შემდეგ ტოჩინოშინმა 5 ბრძოლა წააგო და კიუშუ ბაშოზე მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა, მაგრამ მისი პროგრამა მინიმუმი მიმდინარე ბაშოზე ხუთი შეხვედრის მოგება იყო, რომ მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში ადგილი შეენარჩუნებინა.

დღეს, ტოჩინოშინმა ჩიოტაირიუ ჰატაკიკომის კიმარიტეთი დაამარცხა.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტონავა იქნება.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0