in ,

პირველი პორტუგალიელი: ისევ რონალდოზე და მის რეკორდებზე

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ საფრანგეთთან ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დუბლი შეასრულა.

ახლა მას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯამურად 21 გოლი აქვს გატანილი. აქედან ევროპის პირველობაზე 14 გოლი მოდის.
კრიშტიანომ გერმანელი მიროსლავ კლოზე ჩამოიტოვა, რომლის ანგარიშზე 16 გოლია მუნდიალებზე და სამიც ევროპის პირველობაზე.

36 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა 109-მდე აიყვანა. ამდენივე აქვს გატანილი ირანის ნაკრების ფორვარდ ალი დაეის. რონალდომ მსოფლიო რეკორდი გაიმეორა, თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ ის მალე ერთპიროვნული ლიდერი გახდება. ირანელმა მიულოცა კიდეც კრიშტიანოს.

ალი დაეი: „ნაკრებში გოლების რეკორდი რონალდოს კუთვნილება იქნება – ეს ჩემთვის პატივია“.

თავის მხრივ რონალდომაც გადაუხადა მადლობა: “სიამაყით ვარ აღვსილი ასეთი თბილი სიტყვებისთვის”.

რონალდო ასევე პირველი პორტუგალიელია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გაიტანა. გაგახსენებთ, ფრანგებთან დუბლამდე მან გერმანიას გაუტანა და ორჯერ უნგრეთს.

რონალდომ პირველად გაუტანა საფრანგეთს. ეს 44-ე გუნდია, ვისაც კრიშტიანომ პორტუგალიის მაისურით გაუტანა.

5 გოლით რონალდო ტურნირის ბომბარდირია. ხუთ ფეხბურთელს აქვს 3-3 გატანილი გოლი და ისინი კრიშტიანოს მისდევენ.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0