აი ასეთი სიახლით იწყება ორშაბათი დილა. პრინციპში, ზაფხული რომ იყოს ეს ტრანსფერი დღის ბოლოს, სატრანსფერო სვეტში მოხვდებოდა და ცალკე გამოტანას ვერ დაიმსახურებდა, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისში 60 მილიონიანი გარიგება, ნაღდად იმსახურებს ცალკე გამოყოფას.
რამდენიმე დღის წინ დავწერეთ, რომ არაერთი სანდო წყარო ადასტურებდა პოტენციურ ტრანსფერს, თუმცა 40 წუთისწინ ყველაფერი გაოფიციალურდა და ამას ფაბრიციო რომანო; “გოლ.ქომი” და არაერთი სანდრო წყარო ადასტურებს.
ლონდონის “ჩელსი” “ლაიფციგს” 60 მილიონ ევროს გადაუხდის, 24 წლის ფრანკი კი გუნდს 2023 წლის ივლისში შეუერთდება. ნკუნკუმ ახალ სეზონში 8 გოლის გატანა მოასწრო.
GIPHY App Key not set. Please check settings