in

ოფიციალურად: ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს

უკვე ოფიცალურად: საქართველოს პირველი, მსოფლიო რეიტინგის 28-ე ჩოგანი და საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ოლიმპიადაზე მონაწილეობის ოფიციალური დოკუმენტი და თავად ჩოგბურთელის თანხმობა ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე მიიღო. შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა.

ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 22 ლიცენზიანტი ყავს, მაგრამ მათ კიდევ ძიუდოს და ტანვარჯიშის რამდენიმე სახეობის სპორტსმენები უნდა დაემატოს.

ბასილაშვილი რეიტინგში დაწინაურდა: ნიკა მსოფლიოში 28-ეა

ბასილაშვილი უიმბლდონზე 25-ე ნომრად იქნება განთესილი

ტოკიოს სია: ამ ეტაპზე 19 ლიცენზია გვაქვს

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0