in

ნახეთ ვის გაუტანა რონალდომ ბოლო 14-დან 11 გოლი

კრიშტიანო რონალდომ ეროვნულ ნაკრებში 103-ე გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდს მიუახლოვდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო 14 გოლიდან სუპერვარსკვლავმა 11 ბურთი ანდორას, ლუქსემბურგისა და ლიეტუვას კარში გაიტანა.

წუხელ პორტუგალიამ მსოფლიოს შესარჩევში ლუქსემბურგს სტუმრად 3:1 მოუგო, ერთი კრიშტიმ შეაგდო.

რონალდოს ბოლო პერიოდში 3-ჯერ აქვს გატანილი ლუქსემბურგისთვის და 7-ჯერ ლიეტუვასთვის. თითო-თითო გოლი გაუტანა ანდორას და უკრაინას, დუბლი მოახერხა შვედეთთან შეხვედრაში. მოკლედ, ისე გამოდის, რომ 11 გოლი 14-დან ჯუჯებთან დაპირისპირებაზე მოდის.

ისე კი, საერთაშორისო კარიერაში რონალდომ ყველაზე მეტი ლიეტუვას და შვედეთს გაუტანა – 7-7 გოლი. ლუქსემბურგი და ანდორა კი 6-6-ჯერ დაამწუხრა.

ზემოთაც ვთქვით რონალდოს 103 გოლი დაუგროვდა ნაკრებში და ირანელი ალი დაეის მსოფლიო რეკორდამდე სულ რაღაც 6 გოლი რჩება. ამ რეკორდს კრიშტიანო უეჭველი დაამხობს.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0