in

მსოფლიოს შეიძლება ევროპა დააკლდეს: პლეი-ოფების წილისყრამ სიკვდილის წყვილი დასვა

ციურიხში გაიმართა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის წილისყრა ევროპული ნაკრებებისთვის. 12 გუნდი 3 საგზურისთვის იბრძვის.

წილისყრის 12 მონაწილე სამ ჯგუფად დაიყო, 4-4 გუნდად. შედგა ნახევარფინალისტი წყვილები. ნახევარფინალების გამარჯვებულები (ერთი მატჩისგან შედგება), ფინალში გავლენ. სამ საუკეთესოს ერგება ყატარის მუნდიალის საგზურები.

წინასწარ იყო ცნობილი, რომ უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ.

წილისყრამ ერთი ძალიან ცუდი შედეგი დადო: მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ ან ევროპის ჩემპიონ იტალიას ან კრიშტიანო რონალდოს და მის პორტუგალიას…

გუნდები განთესილებად და განუთესავებად დაიყვნენ:
კალათა 1: იტალია, პორტუგალია, რუსეთი, უელსი, შვედეთი, შოტლანდია
კალათა 2: ავსტრია, პოლონეთი, ჩრდ მაკედონია, თურქეთი, უკრაინა, ჩეხეთი.

წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდენ:

A
შოტლანდია – უკრაინა
უელსი – ავსტრია

ამ წყვილში გამარჯვებულები ხვდებიან ფინალში ერთმანეთს

B
რუსეთი – პოლონეთი
შვედეთი – ჩეხეთი

ამ წყვილში გამარჯვებულები ხვდებიან ფინალში ერთმანეთს

C
იტალია – ჩრდ. მაკედონია
პორტუგალია – თურქეთი

ამ წყვილში გამარჯვებულები ხვდებიან ფინალში ერთმანეთს

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2021-11-26-212921-1024x556.jpg

მატჩები 24 და 29 მარტს გაიმართება.
ყატარში 2022 წლის მუნდიალი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გასტანს.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0