in

მიქაუტაძე ნულოვან მატჩში შეცვლაზე ათამაშეს

ლიგა 1-ის მე-4 ტურში გიორგი მიქაუტაძემ შეცვლაზე ითამაშა, მისი „ლიონი“ კი სტუმრად „ლანსს“ დაუზავდა – 0:0.

თავდასხმაში ალექსანდრ ლაკაზეტისთან ერთად გიფტ ორბანი დადგა, რომელმაც გასულ ტურში დუბლი შეასრულა და ახლაც აქტიური იყო. ორი გოლიც გაიტანა, მაგრამ არცერთი არ ჩაუთვალეს. გიორგიმ ორბანი 65-ე წუთზე შეცვალა. ჩვენიანი შეტევების გამწვავებას ცდილობდა, თუმცა მომენტი არ ჰქონია.
მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore – 6.6, sofascore – 6.5, whoscored – 6.1.

„ლიონი“ 4 ქულით მე-13 ადგილზეა და 22 სექტემბერს „მარსელს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას სეივები რაღას უშველის: ვალენსიამ წააგო და გიორგის დაბალი ქულები დაუწერეს

ზივზივაძე შესაძლოა მალე ბუნდესლიგაში ვიხილოთ