in

მე წავედი: თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა – ღირსეული კაპიტანი

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ  მოსკოვის ცსკა დატოვა.

ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა, თორნიკეს მამასთან, კახა შენგელიასთან გადავამოწმეთ. როგორც მან გვითხრა, ამის შესახებ თავად თორნიკე მალე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ისე კი, დაგვიდასტურა, რომ თორნიკე მოსკოვურ  გუნდში აღარ ითამაშებს.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია  ცსკა-ში შარშან ესპანური “ბასკონიადან” გადავიდა.

გუშინ, თორნიკემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უკრაინას თანადგომას უცხადებს.

შეგახსენებთ, თავის დროზე რუსული არმიის კლუბში შენგელიას გადასვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ნაკრების კაპიტნის მოსკოვში ტრანსფერს მაშინ თვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და კალათბურთელს არჩევანი არ მოუწონა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0