in

მესიმ და ბარსამ კონტრაქტი შეათანხმეს: 5 წელი და ხელფასის 50 %-ით დაკლება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემის “Bleacher Reports”-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი – ლეო მესი, ესპანურ გრანდთან კონტრაქტს თვის ბოლოს გაახანგრძლივებს.


ლეო მესი დათანხმდა, რომ დარჩეს “ბარსელონაში” კიდევ 5 წლით, ანუ 2026 წლამდე. ამასთან ერთად, მესი ხელფასის 50%-ით შემცირებაზე თანახმაა.

მესის ,,ბარსელონასთან” არსებული კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.

გასულ სეზონში არგენტინელმა კატალონიელთა მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0