in

მებრძოლთა კლუბ დავითიანის წარმატება კუდოს საქართველოს თასზე

18-თვიანი პაუზის შედეგ კუდო დაბრუნდა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე კუდოში (კარატის სახეობა) პირველი ტურნირი ჩატარდა.

ზუგდიდში მდებარე ცენტრალურ სპორტულ კომპლექსში საქართველოს თასი გაიმართა კუდოში.

შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100-ზე მეტი კუდოისტი მონაწილეობდა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში.

ტურნირში მებრძოლთა კლუბ “დავითიანმა” მიიღო მონაწილეობა და ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა.

1. დემეტრე კესარელი
2. ზუკა მამაცაშვილი
3. მარი ნანავა
4. ვახო ქარდავა
5. საბა მაქაცარია


2022 წელს მარტის თვეში იაპონიის ქალაქი ნაგოია მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებს და ეს სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირის დასრულების შემდეგ, Sport4me.ge საბრძოლო კლუბ “დავითიანის” მწვრთნელს მამუკა შონიას ესაუბრა.

“პანდემიის შემდეგ, ეს პირველი ტურნირი იყო და ბავშვები დიდი მოტივაციით ემზადებოდნენ. ჩვენი კლუბის 5-მა მებრძოლმა შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. ეს ტურნირი მომავალ წელს ნაგოიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის ერთგვარი შესარჩევი ტურნირი იყო და იმედია ეს ბავშვები მომავალ წელს იაპონიაშიც ასახელებენ საქართველოს”, – თქვა მამუკა შონიამ.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0