in

მეათე ქართველი ბარბაროსი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული “რასინგ 92”-ის მორაგბე გიორგი ხარაიშვილი “ბარბაროსების” რიგებში გამოიძახეს. “ბარბაროსები” ე.წ. “მსოფლიო ნაკრებია, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და ტესტ-შეხვედრებს მართავს.

მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში აქამდე 9 ქართველ მორაგბეს აქვს ნათამაშები: დავით ქუბრიაშვილის, დავით კაჭარავას, გოდერძი შველიძეს, მამუკა გორგოძეს, დავით ზირაქაშვილის, კოტე მიქაუტაძის, მიხეილ ნარიაშვილის, ანტონ ფეიქრიშვილის და თორნიკე ჯალაღონიას შემდეგ, მეათე ქართველი ბარბაროსია.

“ბარბაროსები” მომდევნო შეხვედრას ლონდონში, მსოფლიო რაგბის მექად წოდებულ “თვიქენჰემზე” სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

გეტყვით იმასაც, რომ “ბარბაროსები” 2006 წელს თბილისსაც სტუმრობდნენ და “მიხეილ მესხზე” საქართველოს ნაკრები 28:19 დაამარცხეს.

გიორგი ხარაიშვილი სარაგბო კლუბ “არმაზის” აღზრდილია და “ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0