in

მარტო კოკა კოლა: ბავშვებს სხვა სასმელი აუკრძალეს

მოსწავლეებს, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო მატჩებს დაესწრებიან, აუკრძალეს ნებისმიერი სასმელების სტადიონზე წაღება, გარდა „კოკა კოლასი“.

საფეხბურთო ტურნირი თითქმის უმაყურებლოდ ტარდება, მაგრამ ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს დასწრების უფლება მისცეს.

ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა კი უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ მათ აუკრძალეს სასმელების თან წაღება, „კოკა კოლას“ გარდა.

მოგვიანებით, როდესაც აკრძალვის შესახებ მასობრივად შეიტყვეს, საორგანიზაციო კომიტეტში დააზუსტეს – სასმელების წაღება შეიძლება, უბრალოდ მათ ეტიკეტი უნდა ააძრონ.

„ნებისმიერი პლასტიკის ბოთლი „კოკა კოლას“ ლოგოს გარეშე, აკრძალულია. თუ სხვა სასმელებს თან იქონიებთ, ეტიკეტი მაინც მოაძვრეთ“, – აცნობა საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა სკოლის ხელმძღვანელობას.

„კოკა კოლა“ – ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0