ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას სიკვდილის საქმის ფიგურანტები განზრახ მკვლელობაში არიან დადანაშაულებულები.
როგორც AFP იუწყება სასამართლოს წყაროზე დაყრდნობით, შვიდ ბრალდებულს 8-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დანაშაულში ეჭვმიტანილი არიან ნეიროქირურგი ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩევი და ფსიქოლოგი კარლოს დიასი.
გამოძიებამ ბრალი ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის დასკვნის საფუძველზე წარუდგინა, რომელმაც ექიმების მოქმედება არაადეკვატურად და არასკმარისად მიიჩნია. თითქოს მათ არ უზრუნველყვეს სათანადო მოვლა და მკურნალობა.
ასევე დადგინდა მარადონას გარდაცვალების ზუსტი დრო. გაირკვა, რომ რეანიმაციის მცდელობისას ის რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო.
მსოფლიო ჩემპიონი მარადონა 60 წლის ასაკში, ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings