in

მამუკელაშვილი 54-ე პიკია: ინდიანაში შესაძლოა ქართული დუეტი ვიხილოთ

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც გასულ სეზონში “სეტონ ჰილის” ლიდერი იყო, NBA-ს დრაფტისთვის ემზადება.

სანდრო მამუკელაშვილი 69 რჩეულს შორის: ქართველი ტალანტი NBA-ს დრაფტისთვის ემზადება

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დრაფტზე 54-ე პიკადაა განთესილი და ის “ინდიანა პეისერსს” ეკუთვნის. ანუ, თუ მანამდე სხვამ არ აირჩია, ინდიანაპოლისელებს შეუერთდება და შესაძლოა მომავალ სეზონში “პეისერსში” ქართული დუეტი ვიხილოთ.

როგორც მოგეხსენებათ, “ინდიანაში” გოგა ბითაძე თამაშობს. ის “ინდიანამ” 2019 წლის დრაფტზე მე-15 პიკად აირჩია.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0