in

მამარდაშვილის დებიუტი ვალენსიას ძირითად გუნდში და ეფექტური სეივი

“ვალანსიაში” ამ ზაფხულს გადასულმა გიორგი მამარდაშვილმა ესპანური გუნდის მაისურით პირველად, საკონტროლო მატჩში ითამაშა და კარი “მშრალად” შეინახა.

საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარემ “ღამურების” კარი ბერძნულ “ატრომიტოსთან” შეხვედრის (3:0) მეორე ტაიმში დაიცვა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, მისმა ერთ-ერთმა ეფექტურმა სეივმა კი შთაბეჭდილება ესპანელ კომენტანტორზეც მოახდინა.

“ვალენსიას” კარში პირველი ტაიმში კრისტაინ რივერო იდგა, იასპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკს კი, რომლებსაც ტრავმები აქვთ, ბერძნულ გუნდთან არ უთამაშიათ. 
 
გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი თბილისის “დინამოდან” “ვალენსიაში” ამ ზაფხულს შედგა. 197 სმ სიმაღლის ქართველი მეკარე “მესტალიაზე” 1-წლიანი იჯარით გადაბარგდა, 2021/22 წლების დასრულების შემდეგ კი ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.

“ვალენსია”, რომელსაც ხოსე ბორდალასი წვრთნის, მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 ივლისს, “კარტახენასთან” ჩაატარებს, ესპანეთის 2021/22 წლების ჩემპიონატს კი 13 აგვისტოს, “ხეტაფესთან” საშინაო დაპირისპირებით დაიწყებს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0